Sunday, October 20, 2013

ტრენინგის მე-2 დღე

დღევანდელი დღე მეყად დატვირთული იყო. გავეცანით პროექტის პუბლიკაციის შექმნას.შევქმენი ბლოგი.ტრენინგი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო/

Saturday, December 12, 2009

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელი:ალილო

პროექტის მოკლე აღწერა: სასწავლო პროექტი ეხება საქართველოში გავრცელებულ საშობაო ტრადიციას, რომელიც მრავალი საუკუნის წინ იღებს სათავეს. მისი მიზანია რელიგიური თავისუფლების გარემოში მოზარდებმა შესძლონ ტრადიციების შენარჩუნება.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეები გაარკვევენ, რომ საქართველოში საშობაო ტრადიცია “ალილო,“ თავის სათავეს იღებს მრავალი საუკუნის წინ. ყოველ დღესასწაულზე, საშობაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ, მეალილოები გამოდიან ეკლესიიდან ქუჩაში და იქ უგალობენ უფალს. მთავარი ამ რიტუალში ---- შეუგროვონ შემოწირულობები შეჭირვებულებს.
მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ საშობაო ტრადიციების შესახებ (ფოტოებს, საგალობლებს, ხალხურ სიმღერებს). სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით (გვ.67 III კლასი მშობლიური ენა) შეადგენენ კითხვარებს, შეხვდებიან რესპოდენტებს (მეზობლებს, ნაცნობებს, თანატოლებს) და მათგან ჩაიწერენ თუ როგორ ხვდებიან ისინი შობის ღამეს; რა სახის დსხმარებას უწევენ შეჭირვებულებს; რა ისტორიები ახსოვთ, ან გაუგიათ წინაპართაგან და ა. შ. ამასთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესო ისტორიების მიხედვით შეადგენენ მოთხრობებს, ჩანახატებს სათაურით: “ ქართველების შობა ღამე “, “ როგორ ვხვდები შობას“, “ კალანდა გურიაში“. მოამზადებენ სტატიებს და გამოუშვებენ სასკოლო გაზეთს.

მონაწილეთა ასაკი:8–9 წელი ( III კლასის მოსწავლეები )

ვადები/ხანგრძლივობა:10 დღე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის თემის გაცნობა, ჯგუფების ორგანიზება, მიმდინარე საქმიანობის ანგარიში, კითხვა -- პასუხი, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ხელს შეუწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ—ჩვევების განვითარებას: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით, სტატიის მომზადება, მოთხრობისა და ჩანახატების დაწერა, კედლის გაზეთის გამოშვება.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარ-- ჩვევები,საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გამოთქმის უნარ –ჩვევები. მათ მიცემათ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციისა და განვითარების საშუალება და შესძლებენ საკუთარ თავში მეტად დარწმუნებას.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებით (სხვადასხვა წერითი ნამუშევრების ) და საპრეზენტაციო უნარების განვითარ ებას.

სარგებელი სხვებისთვის: მეტ ინფორმაციას მიიღებენ ალილოს შესახებ, რაც დაეხმარებათ ტრადიციების შენარჩუნებაში.

სამუშაო ენა:ქართული

მოსწავლეები სხვა სკოლებიდან:

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. საქართველოს ისტორია
3. ხელოვნება / მუსიკა


პროექტის ფასილიტატორი: ლელა გობრონიძე
ფასილიტატორი ელ–ფოსტა: lela.gobronidze@gmail.com